"ნაპოლიში" მას რეკომენდაციას ვუწევ, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს" - ფედელე

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლუბმა სპორტული დირექტორის პოსტზე პაოლო მალდინი უნდა დანიშნოს.

"სკუდეტოს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ დე ლაურენტისმა 80 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა, თუმცა ის ახლა ოსიმენის გაყიდვაზე ზრუნავს. დიახ, მართალია, ვიქტორმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა, რაც ევროპულ გრანდებს სიტუაციას გაუმარტივებს.

საჭიროა პაოლო მალდინი. მას რეკომენდაციას ვუწევ, ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ასევე გვჭირდება მწვრთნელი, რომელსაც ძლიერი ხასიათი ექნება", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ამჟამად
"ნაპოლის" სპორტული დირექტორის პოსტს მაურო მელუსო იკავებს.

alt"კვარაცხელიაზე კამათიც არ ღირს"- ფედელემ ქართველზე ისაუბრა

alt"ისინი თავხედები არიან" - ფედელემ "ნაპოლის" ფეხბურთელები გააკრიტიკა

alt"ნაპოლი" კრიზისშია, გარსია გვენატრება - ფედელე აღშფოთებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი ექსპერტობა არ გაიშვას ფედელე-პედერე, შენზე უკეთეს რჩევებს მე მივცემ ნაპოლს : ლაურენტესი მოაცილეთ გუნდს ( გაყიდოს, გააჩუქოს, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ გუნდს შეეშვას. ყველაზე კარგი ვარიანტია საუდელებისთვის მიყიდვა - შარშან ზაფხულში იყო მათი მხრიდან ლაურენტესთან მოლაპარაკების დაწყების მცდელობა, მაგრამ "დიდმა მაესტრომ" არც კი მოუსმინა მათ); მოიყვანეთ კარგი მწვრთნელი, რომელსაც სქემების დალაგება შეუძლია და ამ სქემებს მორგებული ფეხბურთელები; იყავით სამართლიანები, პატივი ეცით და მონებივით ნუ ექცევით ფეხბურთელებს, ყველას მოექეცით დამსახურების მიხედვით, ფეხბურთელებს დაუდეთ მოქნილი კონტრაქტები - ივარგა? გაუზარდეთ მოტივაცია და ანაზღაურება თუნდაც ბონუსების სახით, ნუ
ჩააგდებთ მათ ხვიჩას მდგომარეობაში; ამ ჩამონათვალზე ადვილი საკეთებელიც შემიძლია შევთავაზო "ცნობილ იტალიელ საფეხბურთო აგენტ" ფედელეს: წააგებს ნაპოლი? გაამტყუნე ხვიჩა! წააგებს ნაპოლი? გალანძღე ხვიჩა!
ბესო
14:50 09-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული