კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ ერთმანეთს სერია A და პრემიერლიგა შეადარა. "იუვენტუსის" ლეგენდის თქმით, პრემიერლიგა ყველა ჩემპიონატზე ერთი თავით მაღლა დგას.

"ინგლისში თამაში ურთულესია, ყველა მატჩში 100 პროცენტით მზად უნდა იყო. ეს ლიგა სხვა ჩემპიონატებს ბევრად აღემატება.

იტალიაში თამაში შესაძლოა უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისში. მაგალითად, "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდს არაფრით ჩამოუვარდება", - განაცხადა კიელინიმ.