"ნაპოლის" ქომაგები განრისხდნენ - ზელინსკი ახალ გუნდს თითქმის შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი შესაძლოა სეზონის ბოლოს "ინტერს" უფასოდ შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" პოლონელს 4 წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ზელინსკისთვის მიმზიდველი წინადადებაა.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, რამაც "ნაპოლის" ქომაგები გააღიზიანა, ისინი ითხოვენ, რომ პოლონელმა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ინტერს" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.

altვალტერ მაცარი "ინტერთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

 

altპიოტრ ზელინსკის დიაგნოზი არასწორი გამოდგა

altზელინსკიმ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზელინსკის 4,5 მილიონი ქონდა ხელფასი და დააკლეს, აგერ ხვიჩა რა იაფად თამაშობსო,მოფიქრება არ გინდა? იმის მაგივრათ რომ ხვიჩასთვისაც მოემატებინათ...ფეხბურთელები ერთმანეთს გადაკიდა...ყველა წავლენ და სულ დაიშლება ეგ გუნდი!!!
გელა
18:33 12-01-2024
0
ეს ნაპოლის ქომაგები და პრეზიდენტი მაგარი ნაგლი კამანდაა, ჯერ ხვიჩას ხო არ მოუმატეს ხელფასი ეხლა ამ ბიჭზე ინტერში რატო მიდისო.. ხვიჩა თუ არ ან ვერ თამაშობს კი ვხედავთ ნაპოლის რა შეუძლია ჩვეულებრივი ოსასუნაა.. ნახავთ ბრაგასთან თუ გაძვრა მაგრა გაუმართლებს.. ძაან სუსტი გუნდია.. იმედია ხვიჩა მალე წავა სხვა კარგ გუნდში ესპანეთში ან ინგლისში..
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული