"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

ლინეკერის თქმით, მესისა და რონალდოს შედარება უადგილოა, რადგან "ლა პულგას" თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

"ვფიქრობ, მესი მხოლოდ მარადონას უნდა შევადაროთ, გვინახავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კრუიფი, რონალდო, რონალდუ და ზიდანი არიან, მაგრამ მათზე მაღლა არის ორი ფეხბურთელი, რომლებიც შეუდარებლები არიან.

ჩემი აზრით, ლეო უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გულშემატკივრების უმეტესობა მას რონალდოს ადარებს, თუმცა მესის თამაშის ყურებისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ამაში არგენტინელს ვერავინ შეედრება", -
განაცხადა ლინეკერმა.

alt"ვოცნებობ და იმედი მაქვს" - ლინეკერი "ბარსელონაში" მესის შესაძლო დაბრუნებაზე

altლინეკერი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა

altლინეკერი - რუსეთის აგრესიაზე: ინტელექტი ზუსტად იმდენია, რათა იყვნენ ჩლუნგები