ტრაგედია - კოპა ლიბერტადორესის ფინალში წაგების გამო "ბოკას" ფანმა თავი მოიკლა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" 23 წლის ფანმა მარსელო მორალესმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ შვილმა ეს ნაბიჯი საყვარელი კლუბის კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" მარცხის (1:2) გამო გადადგა. 

"როცა "ბოკა" აგებდა, მარსელო თავს სულ ცუდად გრძნობდა, ხან მოწყენილი იყო, ხან ჩხუბობდა. ამბობდა, რომ "ბოკა" ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და თავი გუნდის გამო მოიკლა. არ მეგონა, თუ ჩემი შვილი ამას გააკეთებდა. ცოტა ხნის წინ მამას უთხრა, "ჩვენი კლუბი თუ ფინალს წააგებს, თავს მოვიკლავ!" გვეგონა, ხუმრობა იყო. დაე, ახალგაზრდა ადამიანებმა გაიგონ; დაე, მათი ოჯახები
დაფიქრდნენ," - განაცხადა დედამ Crónica TV-სთან საუბარში. 

"ბოკა ხუნიორსი" კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" დამატებით დროში, 1:2 დამარცხდა.