ლიბერტადორესის ფინალი - "ფლუმინენსემ" "ბოკა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიბერტადორესის თასის ფინალში "ფლუმინენსემ" "ბოკა ხუნიორსი" 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ძალიან საინტერესო, სანახაობრივი და უხეში გამოდგა.

პირველ ტაიმში 36-ე წუთზე ჯერმან კანომ "ფლუმინენსე" დააწინაურა, 72-ე წუთზე ლუის ადვინკულამ წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის ძირითადი 90 წუთეული ასე დასრულდა, გადამწყვეტი გოლი ჯონ კენედიმ 99-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც მოედნის ფარგლები დატოვა და გულშემატკივართან ერთად აღნიშნა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

105+7 წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ამჯერად ფრანკ ფაბრა გააძევა, რომელმაც მოწინააღმდეგეს სახეში ხელი გამიზნულად მოარტყა.

საბოლოო ჯამში "ფლუმინენსე" კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული