დეშამი: რთულია თქვა, რომ მესი რონალდოსა და მბაპეზე უკეთესია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" კარიერაში მერვედ მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ჰკითხეს, არის თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რაზეც "მამლების" თავკაცმა მიუგო:

"არგენტინელები ასე ამბობენ, მაგრამ რთულია თქვა, რომ მესი რონალდოზე ან მბაპეზე უკეთესია, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.

ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა დეშამმა.