"გარსიამ ეს ბიჭი ძირითად შემადგენლობაში აღარ უნდა დააყენოს" - იტალიელმა ტელეწამყვანმა "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "მილანის" (2:2) მატჩს ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი პაოლო ესპოსიტო გამოეხმაურა. მისი თქმით, რუდი გარსია ამირ რაჰმანის აღარ უნდა ენდოს და მის ნაცვლად ძირითადში თამაშის შანსი ლეო ოსტიგორს მისცეს.

"ორივე გუნდს კომპლიმენტები ეკუთვნის, შესანიშნავი მატჩი ვიხილეთ. ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთვის" გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მენიომ თქვა - არა!

სამწუხაროა, რომ ხვიჩამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში მოედანზე ამირ რაჰმანის ვეღარ ვნახავთ, საშინელ ფორმაშია. მეორე ტაიმში ლეო ოსტიგორმა ჟირუ, ფაქტობრივად, გაანადგურა და
ვფიქრობ, რომ ნორვეგიელი ძირითად შემადგენლობაში ხშირად უნდა ვნახოთ. "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენიც ძალიან დააკლდა, ნიგერიელთან ერთად მათ 3 ქულის მოპოვების შანსი ექნებოდათ", - განაცხადა ესპოსიტომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, სტუმრად, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

altრუდი გარსია: "კვარას" ბოლო შანსისას იღბალმა ზურგი გვაქცია

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

altრა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეხლა ახალი ტენდენციაა რომ მარიო რუი რომ თამაშობს თურმე ხვიჩას უადვილდება :) ეს ვიღაც იტალიელმა ჟურნალისტმა დაწერა და წავიდა საუბარი, რომ ეგრეა. ამ დროს დიდი სისულელეა ეგ! მარიო რუი არის ძალიან ეგოისტი ფეხბურთელი და როცა ხოში აქვს პასს მაშინ იძლევა, უამრავჯერ ყოფილა რომ ხვიჩას ხოდზე პასს არ აძლევს, როცა იცის რომ რაღაცას შექმნის ეს. მარტო მისი პასი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი და მაშინ კი. კუთხურს არ აწოდებინებს და რავიცი როცა ეს უტევს გვერდით გაუჩნდება ხოლმე და ბურთს ართმევს ფაქტიურად. ასე რომ პირადად მე ბევრად უფრო მომწონს როცა ოლივერაა, უბრალოდ ის უფრო დაცვას ეხმარება მეტად და ამიტომ ჩანს, რომ ვითომ რუი ხვიჩასთვის კარგია. მთავარი კი საერთო ჯამში ისიცაა, რომ რუი გვერდზე დაუდგა რათქმაუნდა. ამიტომ არაფერს არ ვერჩი პირადად, უბრალოდ ღორია :) საფეხბურთო გაგებით... მადლობა
საქმეც მაგაშია
23:47 05-11-2023
1
და ზოგადად მარიო რუის რას უწუნებენ ვერ გავიგე. როგორც ვაკვირდები ხვიჩა მაშინ უფრო პროდუქტიულია როცა რუია მოედანზე და არა ჟესუსი. ერთხელ მახსოვს კვარა კბილებით რომ დაიცვა… ვაკვირდებოდი ლიდევაც როდესაც ტენდენცია დავინახე მისი ლანძღვის და დასკვნა მარტივია. ვინც ფიქრობს რომ ხვიჩას მარიო რუი ჩაგრავს თუ ებრძვის ის ვერ ერკვრვა ამ სპორტში.
Zaza
01:07 31-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული