"ჩავატაროთ ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატი!" - რუსებმა ბელარუსებს შეთავაზება გაუკეთეს

AutoSharing Option
21 ოქტომბერს რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიცინმა ბელარუსებს შესთავაზა, რომ მათი საფეხბურთო კლუბები რუსეთის პრემიერ ლიგას შეუერთდნენ.

ამ განცხადებას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდერ ჟუკოვი გამოეხმაურა, რომელმაც მატიცინის იდეა მოიწონა.

"ძალიან საინტერესო წინადადებაა! შეგვიძლია ბელარუსული კლუბები, სადაც ძალიან კარგი გუნდები არიან, ჩვენს ჩემპიონატში ვნახოთ", - თქვა ჟუკოვმა.

სამაგიეროდ, ეს ამბავი არ მოსწონს ბელარუსული გუნდის "ჟოდინოს" სპორტულ დირექტორ ალექსეი იუშკევიჩს, რომელმაც თქვა, რომ ეს არასაჭირო დიდი ფინანსური ხარჯებია და ასევე მათი ქვეყნის გუნდები ისწრაფვიან ევროთასებზე ასპარეზობისთვის, ხოლო რუსეთის პრემიერ ლიგის
კლუბები არ თამაშობენ ამ ტურნირებზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული