ტრავმირებულმა ნეიმარმა პოკერის ტურნირზე ფული მოიგო

AutoSharing Option
Poker News-ის ინფორმაციით, "ალ ჰილალის" ვარსკვლავმა ნეიმარმა ონლაინპოკერის ტურნირში იასპარეზა, რომლის საწევროც 5200$ გახლდათ.

ბრაზილიელმა მეორე ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც მისი ანგარიში 66 000$-ით შეივსო.

პირველი პოზიცია ლიეტუველმა დომინიკას მიკოლატისმა ირგუნა და 92 000$-იც დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებების დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 6 თვე მოუწევს უქმოობა.
ტეგები: