ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისთან მატჩისას ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

Globo-ს ცნობით, ნეიმარს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა და მენისკის დაზიანება დაუდგინდა და მინიმუმ ნახევარი წელი მოუწევს მკურნალობა. ასე რომ, "ალ ჰილალის" 31 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.

ნეიმარს წელს ტრავმების გამო ოთხი თვე გაუცდა და მას შემდეგ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, მან კარიერაში 39 ტრავმა მიიღო (29 პსჟ-ში) და 2.5 წელი მოუწია უქმობა.

ტეგები: