"საშინელებაა, კოშმარია" - იოზილი საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
მესუთ იოზილმა ღაზის სექტორში დაბომბილ საავადმყოფოზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო, 17 ოქტომბერს კი ზემოხსენებული საავადმყოფო დაიბომბა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა და მკურნალობდა. აღნიშნულ ფაქტზე მხარეები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

"შეიძლება იყოს მიზეზი, რა შემთხვევაშიც ყოველდღე სადღაც ბომბები აფეთქდება? ყოველ საათს მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპება? განსაკუთრებით, ბავშვები... არა, რა თქმა უნდა, არა. ეს საშინელებაა, კოშმარია".