"ამ სიტყვებით "ჰამასის" პროპაგანდა გაავრცელა!" - ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბენზემა გააკრიტიკა

AutoSharing Option
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნადინ მორანომ დაგმო მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას კომენტარები პალესტინის შესახებ.

მოგეხსენებათ, ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ვლოცულობ ღაზის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ არასამართლიანი დაბომბვის მსხვერპლნი, რომელიც არც ქალებს ინდობს და არც ბავშვებს", - წერდა ბენზემა.

"ბენზემა ამ სიტყვებით გახდა "ჰამასის" პროპაგანდის გამავრცელებელი, რადგან "ჰამასს" სურს ისრაელის განადგურება არა მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით არამედ საერთაშორისო აზრზე ზემოქმედებით", - თქვა ევროპარლამენტარმა.
ასევე დაგაინტერესებთ