პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად "სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სკუდეტოს ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

პირლოს თქმით, სერია A-ს მოგებისთვის სამი გუნდი იბრძოლებს.

"ჯერჯერობით "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავად ასპარეზობენ და ვფიქრობ, ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მათ საამისოდ ყველაფერი აქვთ. შესაძლოა "ნაპოლისგან" მეტს ველოდით, თუმცა მთავარი მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის სერია A-ს 21 ქულით "მილანი" ლიდერობს.

altპირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა

alt"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა

alt"პირლოს "იუვენტუსი" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე

დღევანდელი "ნაპოლი" - ფედელე აგრძელებს