ოსიმენის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

AutoSharing Option
ორტუგალიაში ჩატარებული საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა.

ნეაპოლური გამოცემები იტყობინებიან, რომ 54-ე წუთზე ოსიმენს ფიზიკური პრობლემები შეექმნა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა.

La Gazetta dello Sport-ის ცნობით, ოსიმენი გამოკვლევებს დღეს ჩაიტარებს, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ ვიქტორი "ნაპოლის" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელს მაშინვე დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და ტრავმა სერიოზული არაა.

"ნაპოლის" სანაკრებო პაუზის შემდეგ სამი მნიშვნელოვანი მატჩი ელის, "პარტენოპეი" 21
ოქტომბერს "ვერონას", 24 ოქტომბერს ბერლინში "უნიონს" და 29 ოქტომბერს სახლში "მილანს" დაუპირისპირდება.

alt"ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ოსიმენმა ნაკრებში ტრავმა მიიღო

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიზიკურად ვერაა შარშანდელივით ...თუმცა კვარაც ეგრეა .
ტიო
15:51 14-10-2023
0
სანათესაოში ხომ მშვიდობა აქვს, მეზობლები ხომ ჰყავს სტამბოლის კაჟივით?
ზანგი ლუი
14:46 14-10-2023
3

სიახლეები პოპულარული