ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე

AutoSharing Option
"ალ არაბის" ახალწვეულმა მარკო ვერატიმ ჟურნალისტებთან ყოფილი გუნდის, "პარი სენ ჟერმენის" დატოვების მიზეზზე ისაუბრა. იტალიელი ნახევარმცველის თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ფრანგული კლუბის თავკაცთან, ლუის ენრიკესთან საუბრის შემდეგ მიიღო.

"ლუის ენრიკეს ვესაუბრე და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი და გუნდში რაღაცების შეცვლა სურდა.

მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, შესანიშნავი პიროვნებაა", - განაცხადა ვერატიმ.

შეგახსენებთ, მარკო კატარულ "არ არაბის" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.