ესპანეთში ერთი კოცნის გამო დაწყებული სკანდალი გრძელდება - ფეხბურთელმა გოგონამ ფედერაციის პრეზიდენტს უჩივლა: ლუის რუბიალესს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სამ­შა­ბათს ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შემ, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სომ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნა მა­ნამ­დე აცხა­დებ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ჯვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ების გამო მოხ­და.

"კოც­ნა ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­ის გამო მოხ­და - მეტი არა­ფე­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს აჟი­ო­ტაჟს არ გა­მო­იწ­ვევს”, - ამ­ბობ­და თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თე­ლი.

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­ბი­ა­ლე­სის მიერ შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის გა­სახ­სნე­ლად თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლის გან­ცხა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მის აღ­ძვრის­თვის
აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ან მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნოს სარ­ჩე­ლი ან მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას“, - აცხა­დებ­დნენ პრო­კუ­რო­რე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დის­ციპ­ლი­ნურ გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს ფეხ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­აც (FIFA), რო­მელ­მაც რუ­ბი­ა­ლე­სი სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბას სამი თვით ჩა­მო­ა­შო­რა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მო­წო­დე­ბი­სა, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რუ­ბი­ა­ლეს­მა უარი თქვა გა­დად­გო­მა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში თავს და­ი­ცავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნე­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მან ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, 1:0 და­ა­მარ­ცხა. მაგ­რამ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო - რუ­ბი­ა­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს, უკი­თხა­ვად აკო­ცა, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

წყარო: Ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
სიტყვა ძალადობის მნიშვნელობა იცით რაარის სადარის ძალადობა ხალხო ეს არარი დანაშაული განიცადა ტკივილი ან წინააღმდეგობა გუწია თუ სტრესსი ჩავარდა .... დანაშაული არარსებობს ამ ფაქტით
ქარო
16:39 08-09-2023
0
და გამოსაძიებელი რა არის? სხედან და ზღვა მასალებს იკვლევენ ხომ? ვაი მაგათ პატრონს.
0

სიახლეები პოპულარული