ნიკოლო ძანიოლო კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ნიკოლო ძანიოლო კარიერას პრემიერლიგაში, კერძოდ, "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ასტონ ვილასა" და "გალათასარაის" შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. იტალიელი ბირმინგემელებს იჯარის წესით შეუერთდება და "ვილანებს" მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

"ასტონ ვილა" ახალი ფეხბურთელის დამატებას არ გეგმავდა, თუმცა ემილიანო ბუენდიას ტრავმამ უნაი ემერის გუნდის გეგმები შეცვალა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ძანიოლო "გალათასარაის" გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 24 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონატში 10 მატჩი გამართა, თავი
კი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"მილანი" ძანიოლოს დამატებას კვლავ ეცდება - ნიკოლო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს

alt"გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდნენ" - ძანიოლო ყოფილ თანაგუნდელებზე ალაპარაკდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული