"ბარსელონამ" "ტოტენჰემი" დაამარცხა და გამპერის თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გამპერის თასზე "ბარსელონამ" "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა.

რობერტ ლევანდოვსკიმ მე-3 წუთზე "ბლაუგრანა" დააწინაურა. 24-ე და 36-ე წუთებზე ოლივერ სკიპის გოლებით ლონდონელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. 

81-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, ამის შემდეგ კი ხავის შეგირდებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. თავი ფერან ტორესმა (81), ანსუ ფატიმ (90+1) და აბდესამად ეზალზულიმ (90+3) გამოიჩინეს. 

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთ ადგილზე... ეგ თქვენი არაფრის მთქმელი თასი....
ფხი.
14:32 09-08-2023
5

სიახლეები პოპულარული