ნიკოლას პეპე კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"არსენალის" შემტევი ნიკოლას პეპე კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მეთოფეები" კოტდივუარელს მალე კონტრაქტს გაუწყვეტს, 28 წლის გარემარბი კი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ლონდონელებმა პეპე 2019 წელს "ლილიდან" იმ დროისთვის კლუბის ისტორიაში სარეკორდო, 80 მილიონ ევროდ დაიმატეს, თუმცა შემტევმა მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა.

გასული სეზონი პეპემ იჯარის წესით "რენში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული