უმძიმესი კადრები! პუერტო-რიკოში ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოსტარიკელი ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა. 

როგორც ირლანდიური Sun-ი იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა კანასის მდინარესთან მოხდა.

ადგილზე მყოფები ალბერტო ლოპესის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ... ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, სამართალდამცავმა ორგანომ სანაპიროსთან გამოსული ნიანგების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოგეხსენებათ, ნიანგის მოკვლა გარემოს დაცვის მიერ შემუშავებული კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა პოლიციამ გვამის "გათავისუფლების" მიზნით გაისროლა. 

ფეხბურთელის ოჯახმა დაკრძალვის ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარება სთხოვა, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ანაზღაურდა, ალბერტო ლოპესის გასვენებაში კი ათასამდე ადამიანი მივიდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე ჩვენთან ტურა, მელა და ენოტი წითელ წიგნშია
suxumchanin
23:06 03-08-2023
1
შენისთანა უვარგისი კომენტარები არავის აქვს, ალბათ პიროვნებაც ანალოიური ხარ
GLA-ს
20:16 03-08-2023
10

სიახლეები პოპულარული