ზახარიანის "ლაციოში" ტრანსფერი ჩაიშალა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" "ლაციოში" არ გადავა, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".

"ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა ანჟელო ფაბიანიმ გამოცემას განუცხადა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა.

ადრე ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაციოს" მწვრთნელი მაურიციო სარი ზახარიანის შეძენის წინააღმდეგი არ იყო და რომაულ კლუბს ტრანსფერი 10+4 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ფეხბურთელობა,ეროვნებით არ განისაზღვრება.ზახარიანი მართლაც კარგი,მოაზროვნე ფეხბურთელია და დროზე თუ არ გააღწია რუსეთიდან,უკუსვლა დაეწყება.ასაკის მიუხედავად,ტექნიკით,აზროვნებით აშკარად გამოირჩევა და ამიტომ არ მემეტება,რუსეთში დასარჩენად.ლუკა გაგნიძეზეც ხმა არ ისმის და ეგეც ძალიან მაშფოთებს.აღარც მისი დარჩენა შეიძლება.დავიჯერო, ვერავის მოაწონა თავი?
სოსო
21:48 01-08-2023
0
ძალიან კი ბაქიბუქობდნენ რუსები და სომხები... )
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
14:30 01-08-2023
1

სიახლეები პოპულარული