"არსენალმა" "ბარსელონა" 5:3 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "არსენალმა" "ბარსელონა" 5:3 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გუნდებმა 2-2 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბუკაიო საკამ 22-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში კი მიკელ არტეტას შეგირდებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

გოლები: რობერტ ლევანდოვსკი (0:1), ბუკაიო საკა (1:1), რაფინია (1:2), კაი ჰავერცი (2:2), ლეანდრო ტროსარდი (3:2), ლეანდრო ტროსარდი (4:2), ფერან ტორესი (4:3), ფაბიო ვიეირა (89).

"მეთოფეები" მომდევნო შეხვედრას 2 აგვისტოს, ემირატების თასზე "მონაკოსთან" ჩაატარებს.

"ბლაუგრანა" 30 ივლისს მადრიდის "რეალს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარსას, ყოველი მარცხი ნამდვილად გამეხარდება! (ეს ჩემი პროტესტის გამოხატვაა) ლაშასი არ იყოს, მეც ღამეებს ვათენებდი ბარსას გამო, ფაქტიურად ყველაფერი გადადებული მქონდა, როცა ბარსას უნდა ეთამაშა, მაგრამ რაც ლუის სუარეს და მითუმეტეს ლეო მესის აკადრეს, ამ გამყიდველებმა, ჩემი სახით თავგადაკლული გულშემატკივარი დაკარგეს.
გია
15:14 27-07-2023
3
სეპარატისტული ბარსელონა თუ დამარცხდა ახია მასზე. ჩემნაირი თავგადაკლული გულშემატკივარი ცოტა თუ იყო ამ კლუბის, მაგრამ სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ გაგიგონიათ ერთი ნაბიჯია!
ლაშა
14:26 27-07-2023
2

სიახლეები პოპულარული