ამჯერად თურქეთში - პიატეკი ახალ გუნდში წარადგინეს

AutoSharing Option
28 წლის პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ბასაქშეჰირში" განაგრძობს.

გამოცდილმა შემტევმა სტამბოლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა და ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

პიატეკის ბოლო კლუბი "სალერინტანა" იყო, სადაც "ჰერტადან" განათხოვრების წესით ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი საზოგადოებამ "ჯენოაში" კარგი თამაშით გაიცნო, შემდეგ კი "მილანსა" და სხვა გუნდებში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული