სესკ ფაბრეგასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ესპანელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ კარიერას ვასრულებ. დრო მოვიდა ჩემი ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო. თითქმის ყველა თასი მოვიგე და ამისთვის უდიდესი გზა გავიარე. ახლა კი ვაპირებ სამწვრთნელო საქმიანობა დავიწყო და ამას "კომოში" გავაკეთებ", - დაწერა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, ესპანელმა კარიერა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო, საიდანაც 2003 წელს "არსენალს" შეუერთდა, 8 წლის შემდეგ "სესკი" "ბლაუგრანაში" დაბრუნდა, 2014 წელს კი "ჩელსის" რიგებში გადაბარგდა, "მონაკოში" რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ფაბრეგასი იტალიაში გადაბარგდა და ძალები
"კომოში" მოსინჯა, სადაც კარიერა დაასრულა.

alt"ვაღიარებ, ფერგიუსონს პიცის ნაჭერი ვესროლე" - სესკ ფაბრეგასი

alt"სამეფო გუნდს" რონალდო ჰყავდა, თუმცა "ბარსელონას" მაინც ვერ უგებდა..." - ფაბრეგასი მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altხვიჩა ფაბრეგასის მხარდამხარ? - Eurostavka-ს ცნობით, კვარაცხელიას ტრანსფერით "მონაკო" დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას არსენალის მერე ყველა სეზონი წარუმატებელი ჰქონდა,
ახლა ხავი-ინიესტას პასს კი უბრუნებს უკან კედელივით
Levani
17:46 03-07-2023
1

სიახლეები პოპულარული