"ალ იტიჰადი" კანტეს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
ნგოლო კანტემ შესაძლოა კარიერა "ალ იტიჰადში" გააგრძელოს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ფრანგ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

რომანოს ინფორმაციით, კანტესთვის პრიორიტეტს "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება წარმოადგენს, თუმცა მხარეები ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, "ალ იტიჰადი" საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებს, ვეტერანი ფორვარდი არაბულ კლუბთნ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს მიიღებს.