"რომ მცოდნოდა რუსეთი მსგავს რამეს იზამდა, ამ ქვეყანაში არასდროს ვითამაშებდი!" - რაკიცკიმ "ზენიტში" გატარებულ პერიოდზე განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველ იაროსლავ რაკიცკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას იტყოდა იმის შესახებ, რომ წარსულში რუსული "ზენიტის" ღირსებას იცავდა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთი ჩემი სამსახურია და რუსეთშიც სწორედ ამას ვაკეთებდი.

2022 თებერვალში კი კონტრაქტი გავწყვიტე და სამშობლოში დავბრუნდი - ჩემი პასუხიც ესაა.

თუ მეცოდინებოდა, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო, რუსეთში სათამაშოდ არასდროს წავიდოდი!

მგონია, რომ 2022 წლის თებერვლამდე ამას ბევრი ვერ
მოიფიქრებდა.

მუნდიალი რუსეთში ჩატარდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ამ ქვეყანას უნდა ემასპინძლა... ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, ქვეყნები
ერთმანეთში ვაჭრობდნენ...

ახლა აქ ვარ, ჩემს საშომბლოში, ჩემს ხალხთან და ყველაფერზე პასუხი სწორედ ესაა", - ციტირებს რაკიცკის სიტყვებს "შახტარის" ოფიციალური საიტი.

ინფორმაციისთვის, რაკიცკი, "ზენიტში" 2019/22-წლებში ბურთაობდა, ომის დაწყების შემდეგ თურქულ "ადანა დემირსპორში" გადავიდა, 2023 წლიდან კი მშობლიურ "შახტარს" დაუბრუნდა.
ასევე დაგაინტერესებთ