"რონალდოს ვესაუბრე და ვიცი, რომ..." - იორკმა კრიშტიანოს "მანჩესტერიდან" წასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დუაიტ იორკმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა:

"ველაპარაკე რონალდოს და ვიცი, რომ მას ნამდვილად უყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი". კრიშტიანოს სურდა ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს - და ბომბი აფეთქდა", - თქვა იორკმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდო საუდის არაბეთის "ალ ნასრიში" გადაბარგდა და მისი დებიუტი 22 იანვარს შედგება.
ასევე დაგაინტერესებთ