"ევროპელები ველური და უმართავი გნომები, ცხოველები და ბო**ები არიან" - კავაზაშვილი რუსეთის ნაკრების აზიაში შესაძლო გადასვლას ემოციურად და შეურაცხმყოფელად ეხმაურება

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, დღეს რუსეთის ფეხბურთის კავშირის სხდომაზე, დიდი ალბათობით, ევროპიდან აზიის ზონაში გადასვლა იქნება მიღებული.

სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელმაც ევროპაზე შეურაცხმყოფელად ისაუბრა:

"თუ თქვენ ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილზე მისულს პანღურს ამოგარტყამდნენ, რას იზამდით? ლოგიკური იქნებოდა, რომ თქვენ იმ ადგილას აღარ მიხვიდოდით.

ევროპელები თავიანთ შვილებს რუსებით აშინებენ - ეს სრული სიგიჟეა! და არანორმალური ევროპული პოლიტიკის შედეგია.

მათი აზრით, ჩვენ მათ უნდა შევუძვრეთ და მათ წინაშე დავიჩოქოთ, მაგრამ ჩვენ ამას არასდროს არ გავაკეთებთ, რადგან
რუსეთი ამაყი ქვეყანაა, ევროპელები კი - ველური და უმართავი გნომები, ცხოველები და ბო**ები. ამას კარგად აჩვენებს კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ.

ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, ევროპელებს ამის შეცვლა სურთ. მათ უნდათ ჩამოგვართვან ვაჭრობის და კომუნიკაციის უფლება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვაჩვენებთ მათ, რომ უძლიერესი ქვეყანა ვართ, მდიდარი მიწით.

ჩვენ გვაქვს მენდელეევის სისტემა, გვაქვს ყველაფერი. ისინი ამ დაპირისპირებას ვერ გადაიტანენ, ჩვენ კი მშვიდად ვიშრომებთ და ვიცხოვრებთ.

ჩვენ მშვიდად შეგვიძლია გადავიდეთ აზიის ზონაში. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვითამაშებთ? კი, ევროპაში უფრო ძლიერი ქვეყნებია, მაგრამ რუსეთი არ გაიყიდება", - ამბობს კავაზაშვილი.

altСпорт-Экспресс: რუსეთი აზიაში გადადის - დაკრძალვის სამგლოვიარო ღონისძიების მომზადება პარასკევს იწყება

ასევე დაგაინტერესებთ