რონალდო ლეგენდაა, თუმცა ყველას თავი მოაბეზრა - ემანუელ პეტი კრიშტიანოზე საუბრობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა "ტოტენჰემთან" მატჩის დროს, 90-ე წუთზე თამაშში ჩართვაზე უარი განაცხადა და სტადიონი დატოვა.

"რონალდო ლეგენდაა, მან სპორტის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა, თუმცა ზოგიერთი მისი საქციელი ყველანაირ ზღვარს სცდება, პორტუგალიელმა ყველა დაღალა, გულშემატკივრები, თანაგუნდელები, ზოგჯერ ეგოისტურად იქცევა" - განაცხადა პეტიმ RMC Sport-თან ინტერვიუში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს, 22 ოქტომბერს ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება, თუმცა "მანკუნიანელთა" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებით კრიშტიანო განაცხადს მიღმა დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კუმ ფეხი გამოყოოო :)
გელა
20:53 22-10-2022
12

სიახლეები პოპულარული