"მესი თუ ჰოლანდი?" - გუარდიოლამ არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას ჟურნალისტებმა ლიონელ მესისა და ერლინგ ჰოლანდის შედარება სთხოვეს.

გუარდიოლას თქმით, ჰოლანდი საუცხოო ფეხბურთელია, თუმცა ლეოს ვერავინ შეედრება.

"ლეო მესის ვერავინ შეედრება, ბოლო წლებში 10 ან 15 ახალი მესი გამოჩნდა, თუმცა მის დონეს ვერავინ მიაღწია" - განაცხადა გუარდილამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, "ქალაქელები" მომდევნო მატჩს დღეს, 8 ოქტომბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.
ასევე დაგაინტერესებთ