"არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?!" - რონალდინიომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
Eleven Sports-თან ინტერვიუში ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოს ჰკითხეს, არის თუ არა მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო, რაზეც მან დიპლომატიური პასუხი გასცა:

"მესი ყველა დროის საუკეთესო? - ამის თქმა რთულია, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. მარადონა და პელე თავიანთ ერაში საუკეთესონი იყვნენ.

არ მიყვარს, როდესაც ასეთ თემებზე ან შედარებაზე მიწევს საუბარი", - ამბობს რონალდინიო.