ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიანი მარტინი იუწყება, რომ 35 წლის ლუის სუარესი თავისუფალი აგენტის სტატუსით "რივერ პლეიტში" გადაბარგდება.

"სუას" ბოლო გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" გახლდათ, სადაც 2 სეზონი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 82 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ სუარესი ევროპის კონტინენტზე 2006 წლიდან თამაშობდა, როდესაც "ნასიონალიდან" "გრონინგენში" ჩაირიცხა, ახლა კი კვლავ სამხრეთ ამერიკას დაუბრუნდა...