"მოკვდეს მალე ეგ ნაბი*ვარი, მთელი უკრაინა ერთი პარაზიტის გამო იტანჯება..." - ინტერვიუ უკრაინელ ფეხბურთელთან

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ოფიციალურ გვერდზე ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელის, არტიომ ფედეცკის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ფედეცკი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე საუბრობს.

"პუტინს ტრიბუნალი ელოდება (განსაკუთრებული სასამართლო ორგანო, რომელიც იხილავს სამხედრო და განსაკუთრებული სიმძიმის სამოქალაქო დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებს). მოკვდეს მალე ეგ ნაბი*ვარი, მთელი უკრაინა ერთი პარაზიტის გამო იტანჯება"

- არტიომ, როგორ ხარ?
- ლუცკში ვარ, ჯარს შევუერთდი. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით სიმშვიდეა. ყველანი ერთად ვუყურებთ, რაც ხდება. გუშინ აეროდრომი დაიბომბა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი მართლაც რომ გმირია, პანიკა ოდნავადაც არაა. გვჯერა, რომ გ
ამარჯვებას უკრაინა მოიპოვებს და მოუთმენლად ველით ამ დღეს.

- როგორი განწყობაა ქალაქში?
- სასიხარულო არაფერია, ომი ყველასთვის მწუხარებაა. ხედავთ, რა ხდება ჩერნიგოვში, ხარკოვში, სუმში, ირპინში, ბუჩასა და სხვა ქალაქებში... თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს ხალხი ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს. უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, თუ რა უნდა და ეს სწორი მიმართულებაა. ბოლომდე დავდგებით და ჩვენს მიწას არავის დავუთმობთ.

- უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთში ბევრი ადამიანი გადაიყვანეს, საკმაო რაოდენობით ადამიანია ჩამოსახლებული ლუცკში?
- საკმაოდ ბევრი ადამიანია ხარკოვიდან და კიევიდან. ყველას გვესმის... ეს ყველაფერი საშინელებაა. შეუძლებელია გადმოგცე ის ყველაფერი სიტყვებით, როგორც რუსი ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას ექცევიან. არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო. მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ რაღა უნდა ვთქვა... ღმერთი ყველაფერს ხედავს და ამას არ აპატიებს.

Sportall.Ge

მადლობა უფალს, რომ მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს, ყველანი ჩვენზე საუბრობენ და პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ.

- სად იმყოფებოდი ომის დაწყების პერიოდში?
- ლვოვში ჩემს მეგობრებს ვესტუმრე. დილით მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, იმწამსვე მეუღლესთან ერთად სახლისკენ გავეშურე.

- თქვენი ოჯახი უსაფრთხოდაა?
- დიახ, სანამ ოჯახი ჩემ გვერდითაა, უსაფრთხოდ არიან. ვნერვიულობ, რომ ამ ყველაფრის დანახვა უწევთ. სამწუხაროდ, დღეს ყოველდღიური ცხოვრებისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენი ხალხი კრემლის მონსტრს არასდროს აპატიებს, რაც გაგვიკეთა. ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა - გეგმები, მიზნები... ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს, უკან არავინ დაიხევს, ყველანი ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე დაინახა, რომ უკრაინა არასდროს დანებდება.

- რუსეთისგან ასეთ "ზიზღს" ელოდით?
- მიუხედავად იმისა, რაც დონეცკსა და ლუგანსკში ხდებოდა, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ საქმე ფართომასშტაბიან ომამდე მივიდოდა. მართალი გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ მოხდებოდა. და მაინც, უკრაინა მზად იყო რუსეთის შემოტევისთვის. ის, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. ვამაყობ იმით, რომ ისინი ჩემი ძმები არიან. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას მსგავსი პატრიოტიზმით, არჩევანის უფლებითა და თავისუფლებით გაჯერებული მოსახლეობა არ ჰყავს. არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მთელი მსოფლიო ამაყობს იმით, როგორც ჩვენი ქვეყანა გაერთიანდა.

- ომის დაწყებიდან რომელ დღეს შეუერთდით ჯარისკაცებს?
- ზუსტად არ მახსოვს, სავარაუდოდ, მე-3 ან მე-4 დღეს.

- კონკრეტულად რა არის თქვენი პასუხისმგებლობა?
- ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვართ. ახლა მთავარია ქალაქში წესრიგის დაცვა. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უცხოეთში წავიდა. ამიტომ ვიცავთ წესრიგს, რომ მათი ბინები დივერსანტებმა არ გაძარცვონ. ლუცკი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს, თუმცა ახლა ამ ქალაქში ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ სიტუაცია გაუარესდა, მაშინ უკვე ყველას მოუწევს საკუთარი მიწისთვის ბრძოლა.

- როგორია თქვენი განრიგი? გაქვთ დასვენების დრო?
- დასვენებას ასე თუ ისე ვახერხებთ, ისე კი გეტყვით, რომ მსგავს სიტუაციაში მოსვენებაზე არავინ ფიქრობს.

- თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და როგორ დავაჩქაროთ მისი უკრაინის სასიკეთოდ დასრულება?
- ისევე, როგორც ყველა, ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ. მინდა, რომ მალე დასრულდეს, ომი ყველასთვის მწუხარებაა. როდესაც პატარა ვიყავი, ბებიამ მითხრა: "მთავარია, ომი არ იყოსო" და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იყო... ახლა, როდესაც ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ, ცდილობ გაიგო, რათა გააანალიზო, რომ საჭიროა ყველაფერი სწრაფად დასრულდეს. მეორე მხრივ, როცა უფიქრდები იმ შემოთავაზებას, რაც "აგრესორებმა" ჩვენს სამშობლოს დამართეს, მაშინვე ამბობ, რომ ამას არავინ დათანხმდება, მაგრამ იმის თქმისგან, რომ ეს ომი გაჭიანურდება, თავს მაინც შევიკავებ. მოგვეცით თვითმფრინავები, დახურეთ ცა და უკრაინაში სიტუაციის გამოსწორება ჩვენთვის გაცილებით გამარტივდება, მშვიდობიანი მოსახლეობაც აღარ დაიბომბება, მოქალაქეებიც აღარ დაიხოცებიან... ერთადერთი გამოსავალი ომის დასასრულებლად ესაა, არავის სურს მისი დიდხანს გაგრძელება.

Sportall.Ge

- არის შანსი, რომ ომის დამთავრების ინიციატორი მეორე მხარე იყოს?
- აჯანყება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბელარუსშიც უნდა დაიწყოს. ორი თაღლითი - "ხუ*ო" და ულვაშებიანი ტარაკანა. ვიცი, რომ ბელარუსებს ომი არ სურთ, რადგან ეს მათი ბრძოლა არაა, აიძულებენ, თუმცა დეზერტირობის შემთხვევაც არაერთია. ზოგადად რუსების პრობლემა ისაა, რომ როდესაც საკუთარ ქვეყანას ომის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ, ამ დროს მირბიან და "მაკდონალდსის" რიგში დგებიან. მესმის, რომ ყველანი ასეთები არ არიან, მაგრამ უმრავლესობა კაცობრიობის სირცხვილია. რუსეთს სრული იზოლაცია სჭირდება.

- არის იმის იმედი, რომ რუსული ელიტა და პუტინთან დაახლოებული ხალხი ამხედრდეს?
- იმის გათვალისწინებით, რამდენ ფულსაც ისინი კარგავენ, შესაძლებელია ნებისმიერი რაღაც მოხდეს. ევროპული ქვეყნები რუსი ოლიგარქების ქონებას ანულებენ. მაგალითად, აბრამოვიჩმა "ჩელსი" უკვე დაკარგა. ეს კარგია, რადგან იქნებ ამ გზით მაინც შეძლონ გამოფხიზლება. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთში საშუალო ფენა არ არსებობს, არიან ან ძალიან მდიდრები, ან ძალიან ღარიბები. რუსებს შეუძლიათ, რომ დანგრეულ ბინაში ისხდნენ, წინ არაფერი ედოთ და მაინც აგრძელებდნენ ყვირილს, რომ პუტინის მხარეს არიან და მის აზრს იზიარებენ. ჩვენი ხალხი კი პირიქითაა, ცდილობს სიტუაცია ყველანაირად შეცვალონ. რუსეთი თავს ზესახელმწიფოდ თვლის, მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში შეიარაღებით მე-2 ადგილს იკავებენ. რა არმია, რის არმია... აგრესორები არიან, საკუთარი ტერიტორია აქვთ, სხვისას კი ემუქრებიან და მითვისებას ცდილობენ... ამიტომ ოკუპანტებს საჭიროა დაუწესონ სანქციები, რათა მომავალში მსგავსი მოქმედებები თავიდან ავირიდოთ. დღევანდელი რუსეთი უკვე არა აგრესორი, არამედ ტერორისტული ქვეყანაა. რუსი ხალხი უმეტესწილად მხარს იმას უჭერს, რასაც ხედავს. ამიტომ ისინი უკრაინის მოქალაქეების, ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში თანამონაწილეები არიან. მათი ხელები ჩემი ხალხის სისხლითაა გასვრილი. საფეხბურთო ელიტა ჩუმადაა, თითქოსდა ენა ჩაუვარდათ. წარმოგიდგენიათ რუსული ფეხბურთის ელიტა? ძიუბა და მეგობრები ჩუმად არიან, უკრაინაში გენოციდს მხარს უჭერენ. ამიტომ ისინიც ჩვეულებრივად ტერორისტები არიან. რუსეთი ყველაფრიდან უნდა მოკვეთონ.

Sportall.Ge

- არ შემიძლია არ გკითხო ანატოლი ტიმოშჩუკზე, როგორ აფასებ მის უმოქმედობას?
- მოღალატეა, არაფერს ვიტყვი სხვას. შეტყობინება გავუგზავნე, მაგრამ უპასუხოდ დამტოვა. ამ სიტუაციაში მისი ქცევა მოულოდნელია. რუსეთი ბომბავს შენს სამშობლოს, იხოცებიან შენი თანამოძმეები, რაკეტებს სამშობიაროს ესვრიან და ხმას არ იღებ; თანაც ყველაფერი იცის, მისი მშობლები ლუცკში ცხოვრობენ. ის, რა თქმა უნდა, მამასთან კონტაქტს ინარჩუნებს და ყველაფერზე ინფორმირებულია. თვალის დახუჭვა ამ სიტუაციაზე ცინიკურია... ანატოლის გული არ ჰქონია, საერთოდ არაფერზე არ ნერვიულობს, უბრალოდ ხმას არ იღებს. არავინ აიძულებს მას ხელში იარაღი აიღოს და იბრძოლოს. ეროვნულ ნაკრებში 144 მატჩი ჩაატარა, ის ხომ ჩვენი სიმბოლო იყო, მისი მსგავსი შედეგის დაფიქსირება ვერავინ შეძლო. ამ სიტუაციაში ფული უფრო წინ დააყენა, ვიდრე პატრიოტობა.

- ის მაინც პატრიოტია...
-  ამაში ვერ დაგეთანხმებით, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვმეგობრობდით, ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობდით... მისგან განსხვავებით, ამ საზარელი ომის გამო დაჭრილი მოქალაქეების გასახარად საავადმყოფოებში მივდიოდით, საჩუქრები მიგვქონდა და როგორც შეგვეძლო გასაჭირში მყოფებს ვამხნევებდით და რა გააკეთა მან? ტრ*კში გაიკეთა ენა და გაჩუმდა. საშინელებაა... თუმცა ეს მისი არჩევანია, ამასაც გავიგებთ. არ ვიცი, ამიერიდან როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, როგორ შეეგუება ამ ყველაფერს. არაფერი უშლიდა ხელს, რომ კონტრაქტი გაეწყვიტა და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო, მე არ ვსაუბრობ უკრაინაში ჩამოსვლაზე, აქ იარაღგამზადებული მას არავინ ელოდა; წასულიყო სხვა ქვეყანაში და ელემენტარულით დახმარებოდა სამშობლოს... იმ უკრაინელმა ფეხბურთელებმაც კი, რომლებიც ამბობდნენ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოსო, ომის დაწყების შემდეგ გუნდებთან კონტრაქტები გაწყვიტეს და წამოვიდნენ, ტიმოშჩუკი კი "ზენიტში" დარჩა. ეს შენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე დანაშაულია...

მკითხველის კომენტარები / 4 /
პატიოსანი კაცია მაგრამ სინამდვილე ისაა რომ 'პუტინების' რიგი დგას რუსეთში. ეს მოკვდება, სხვა ჩაანაცვლებს.
გიორგი
16:09 16-03-2022
1
რუსეთის აგრესია მისი ხალხის ხასიათსა და გენეტიკაშია,რუსების უდიდესი უმრავლესობა პუტინივით აზროვნებს.
status quo
15:03 16-03-2022
0

სიახლეები პოპულარული