1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა

AutoSharing Option
გუშინ, 5 დეკემბერს 1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა - საბჭოთა კავშირის ნაკრების მხრიდან იუგოსლავიის ეროვნული გუნდის კარში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი, 83 წლის ვიქტორ პონედელნიკი.

სწორედ რუსი ფორვარდი იყო 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ბოლო ცოცხალი წევრი.

მოგეხსენებათ, იმ ოქროს მედლების მომგებ ნაკრებში სამი ქართველი თამაშობდა: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი. სლავა მეტრეველმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო საგოლე პასი პონედელნიკს მიხეილ მესხმა გაუკეთა.

საბჭოთა კავშირისა და პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიაშიც ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მათ
საფეხბურთო ნაკრებმა დიდ ტურნირზე გამარჯვება მოახერხა.