ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი თურქეთში გააგრძელებს კარიერას.

"ანტალიასპორმა" 34 წლის ფორვარდს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.

პოდოლსკიმ უკანასკნელ სეზონში იაპონურ "ვისელ კობეში" 13 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, 18 იანვარს კი თავისუფალი აგენტი გახდა.

ლუკასი ადრე უკვე ასპარეზობდა თურქეთში - 2015-17 წლებში "გალათასარაიში" 57 მატჩში 20 გოლი გაიტანა.