ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი გადადგა

AutoSharing Option
რობერტ პროსინეჩკიმ ბოსნიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ხორვატმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება, მაგრამ მაშინ სამუშაოდან არ გაუშვეს.

პროსინეჩკიმ ბოსნიის ნაკრები 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ევროშესარჩევ ციკლში ჯგუფში 13 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბოსნიას ევრო 2020-ზე გასვლის შანსი ერთა ლიგიდან აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული