ნორვეგიულმა კლუბმა ლიონელ მესისთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბმა "იუნკერენმა" 16 წლის ლიონელ მესისთან გააფორმა კონტრაქტი. ფეხბურთელი, რომელსაც ადრე დანიელ არე კნუტსენი ერქვა, ისე იყო აღფრთოვანებული მესის თამაშით, რომ მის საპატივცემულოდ გადაწყვიტა, სახელი და გვარი შეეცვალა.

"მე მქონდა გეგმა, რომ სახელი და გვარი დროებით შემეცვალა. ლიონელ მესი კი ჩემი ყველაზე დიდი კერპია. მიუხედავად ამისა, მე მთელი ძალით ვცდილობ, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშო. შეიძლება რაღაც მსგავსებები იპოვოთ, თუმცა, სავარაუდოდ, ჩემი ტალანტი ისეთი დიადი არ არის, როგორც მისი", - აღნიშნა ნორვეგიელმა მესიმ.

"ამ ამბის შემდეგ ვიხუმრე, ახლა კრიშტიანო
რონალდოს ძებნის დროა-მეთქი. მესი ჯერჯერობით სარეზერვო გუნდში ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ძირითად გუნდს შეუერთდება", - თქვა "იუნკერენის" გენერალურმა დირექტორმა რუნარ ბო ერიკსენმა.

"იუნკერენი" ნორვეგიის მესამე ლიგაში მე-6 ადგილზე იმყოფება და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია dailystar-ის მიხედვით