გარი ლინეკერი: ჯილდოს რომ მართლა საუკეთესოს გადასცემდნენ, მესი ყოველ წელს მოიპოვებდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამ პრეტენდენტს შორის არ დაასახელა.

სამ საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა ლუკა მოდრიჩი (რეალი), რონალდო (იუვენტუსი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) დაასახელეს.

ლინეკერმა ტვიტერით პასუხი გასცა "თაიმსის" ჟურნალისტს ოლივერ კეის, რომელმაც კითხვა დასვა - მართლა თვლიან თუ არა, რომ გასული სეზონის მიხედვით არგენტინელი სამ საუკეთესო მოთამაშეში დასახელებას იმსახურებდა?

"ვისაც ფეხბურთი ესმის, არავინ ასე არ მიიჩნევს. "ბარსელონამ" რომ "ოქროს დუბლი" შეასრულა, ამაში მესის უდიდესი
დამსახურებაა. მისი თამაში მართლაც სასიამოვნო საყურებელია.

პლეი-ოფის მატჩები კი ხშირად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ჯილდოს რომ მართლა საუკეთესოს აძლევდნენ, მესი ყოველ წელს მოიპოვებდა".

altუკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ლეო მესი პირველად არაა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტი

altრონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა