"ბარსელონა" პაულინიოს 50 მილიონ ევროდ გაყიდის

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პაულინიო შეიძლება ჩინეთში დაბრუნდეს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ერთმა ჩინურმა კლუბმა "ბარსას" პაულინიოში 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

გუნდის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა და კლუბის ხელმძღვანელობაც მის პოზიციას იზიარებს.

"ასულგრანას" ეს თანხა შემადგენლობის გასაძლიერებლად სჭირდება.

გამოცემა ირწმუნება, რომ ტრანსფერი მომავალ კვირაში განხორციელდება.

"ბარსელონამ" პაულინიო შარშან "გუანჯოუ ევერგრანდისგან" 40 მილიონად შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესნი აზლიერების ნაცვლად ასუსტებენ გუნდს
imereli
09:51 07-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული