პსჟ და "რეალი" ჯანლუიჯი დონარუმას 52 მილიონზე ნაკლებად ვერ შეიძენენ

AutoSharing Option
18 წლის მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა ზაფხულში "მილანი" დატოვოს.

ამას ხელს ის უწყობს, რომ დონარუმას რთული ურთიერთობა აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან და გულშემატკივრებთან.

ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა უკვე ეძებს თავისი კლიენტისთვის ახალ გუნდს და მისი შეძენა პსჟ-ს შესთავაზა. ჯიჯის სამსახურით "რეალიცაა" დაინტერესებული, რომელიც კეილორ ნავასის შემცვლელს ეძებს, რომლის არადამაჯერებელი თამაშის გამო ბლანკოსი კინაღამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.

ოღონდ ეგაა, დონარუმას მუქთად ვერავინ ვერ იყიდის, რადგან მისი სატრანსფერო ფასი უკვე 52 მილიონი ფუნტია და თანდათან იზრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული