38 წლის ჟულიო სეზარი შაბათს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
"ფლანენგოს" ცნობილმა მეკარემ, 38 წლის ჟულიო სეზარმა განაცხადა, რომ შაბათს ბრაზილიის ჩემპიონატის მე-2 ტურში "ამერიკა მინეიროსთან" კარიერაში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს:

"ეს შესანიშნავი იქნება, მაგრამ ამით დამთავრდება ჩემი ცხოვრების ხანგრძლივი ეტაპი. უკანასკნელი 20 წელი დიდებული გახლდათ, ეს ოცნებაზე მეტი იყო. ბავშვობაში ამაზე ვერც ვიოცნებებდი. შაბათის მატჩი ჩემდამი პატივისცემის გამოხატულება კი არ იქნება, არამედ იმათადმი, ვინც ამის მიღწევაში დამეხმარა - "ფლამენგო" და მისი გულშემატკივრები.

აქ ვარჯიში ბავშვობაში დავიწყე და ევროპაში გადავბარგდი. მადლობა ყველას. არასოდეს მრცხვენოდა ემოციების გამოხატვა. თუ მომინდა ტირილი, ვიტირებ. "ფლაში"
გატარებული უკანასკნელი 3 თვით დიდი სიამოვნება მივიღე. ახალგაზრდობაში დავბრუნდი და თავი ისე ვიგრძენი, თითქოს 17 წლისა ვარ".

ჟულიოს სეზარი "ინტერის" შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ აღიარეს სერია A-ს საუკეთესო გოლკიპერად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული