გერმანია და ესპანეთი დიუსელდორფში დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
დიუსელდორფში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-6 წუთზე "ვალენსიას" თავდამსხმელმა როდრიგომ (ეს ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი იყო) ანდრეს ინიესტას პასით გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე სამი ხედირას გადაცემით ტომას მიულერმა საპასუხო გოლი გაიტანა.

სერხიო რამოსმა ფურია როხაში 150-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ იკერ კასილიასს ჩამორჩება (167 შეხვედრა). შემდეგ მოდიან ინიესტა (123) და დავიდ სილვა (118).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული