არგენტინამ "ეტიჰადზე" იტალიას მესის გარეშე სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
მანჩესტერში არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში იტალია 2:0 დაამარცხა. გოლები შეცვლაზე შესულმა ბანეგამ (75 წუთი) და ლანცინიმ (85) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ალბისელესტეს ღირსება პირველად დაიცვა 36 წლის მეკარემ ვილი კაბალიერომ, ხოლო სკუადრა აძურას კარს 40 წლის ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა.

ლეო მესის ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 27 მარტს ესპანეთთან ითამაშებს.

არგენტინა: კაბალიერო, ფასიო, ოტამენდი, ტალიაფიკო, ბუსტოსი (მერკადო 89), ბილია, დი მარია (პეროტი 64), ლანცინი, პარედესი (ბანეგა 64), ლო ჩელსო (პავონი 76), იგუაინი

იტალია: ბუფონი, ბონუჩი,
დე შილიო, რუგანი, ვერატი (კრისტანტე 72), პაროლო (პელეგრინი 61), ჟორჟინიო (ბელოტი 86), ფლორენცი (ძაპაკოსტა 61), იმობილე (კუტრონე 74), ინსინიე, კიეზა (კანდრევა 61)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული