ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ყაზახეთმა ბუდაპეშტში უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ყაზახეთმა ბუდაპეშტში ამხანაგურ მატჩში უნგრეთი 3:2 დაამარცხა. მადიარებს რა თქმა უნდა, მსოფლიოს კლასის გუნდი არა ჰყავთ, მაგრამ გასვლაზე მათი ძლევა და თან, 3 გოლის გატანა სახუმარო საქმე არაა.

სტუმართა გუნდიდან გოლები მურთაზაევმა, ზაინუტდინოვმა და სეიდახმეტმა გაიტანეს.

ყაზახებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ერიჩი, შომკო, მალი, პოსტიკოვი, ბეისებეკოვი, კუატი (ახმეტოვი 84), ზაინუტდინოვი (პარაგულკოვი 73), ისლამხანი (მიროშნიჩენკო 90+3), მურთაზაევი (სიუმბაევი 88), სეიდახმეტი (პერცუხი 60), ხიჟნიჩენკო (ტუნგიშბაევი 76)

ამ მატჩში პირველად უხელმძღვანელა ყაზახების ეროვნულ გუნდს ბულგარელმა სპეციალისტმა სტანიმირ სტოილოვმა.

23.03.18. უნგრეთი - ყაზახეთი 2:3

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყაზახეთი ჩვენზე უკეთესი გუნდია. თან ბევრად.
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული