პაულო დიბალა "რეალის" წარმომადგენლებს კი არა, დიეგო სიმეონეს შეხვედრია

AutoSharing Option
გუშინ გვაუწყეს, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა, რადგან არგენტინის ნაკრებში არ გამოიძახეს, მადრიდში იმყოფებოდა, სადაც, სავარაუდოდ, "რეალის" წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკება.

ახლა კი "მარკა" გვამცნობს, რომ დიბალა "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შეხვდა. უცნობია, რაზე ისაუბრეს თანამემამულეებმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ვინაიდან ფორვარდი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას, ჩოლო მის შემცვლელად დიბალას გადაბირებას ცდილობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული