იგუაინი - ნაკრებში გამოძახებაზე: მოკითხვა კრიტიკოსებს

AutoSharing Option
ეტყობა, "იუვენტუსის" ფორვარდი გონსალო იგუაინი ნერვიულობდა, რომ შემოდგომაზე არგენტინის ნაკრებში არ იხმეს და ახლა, როდესაც მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იტალიასთან და ესპანეთთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახა, კრიტიკოსებს ნიშნის მოგებით მიმართა:

"იმედია, ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ. ნახევარი წლის შემდეგ ალბისელესტეში პირველად გამომიძახეს. ბევრს ვვარჯიშობ და იმედს გამოვთქვამ, რომ სამპაოლი მუნდიალზე წამიყვანს.

კრიტიკა? ჩემი საქმე თამაშია და არა ლაპარაკი. მოკითხვა კრიტიკოსებს. მე ბედნიერი ვარ, ალბათ, ისინიც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული