პაულო დიბალა მადრიდში ჩავიდა და დაასკვნეს, რომ "რეალში" გეგმავს გადასვლას

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა იტალიასთან და ესპანეთთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად არ გამოიძახა და თავისუფალი დროის გასატარებლად ფეხბურთელი მადრიდში ჩავიდა.

ის რეპორტიორებმა ერთ-ერთ ძვირფას რესტორანში დააფიქსირეს და ბუნებრივია, ამან ეჭვები გამოიწვია - სადილობა თუ უნდოდა, რაღა აქ ჩამოდიოდა, ეტყობა ბლანკოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც კარგა ხანია მისი პერსონითაა დაინტერესებულიო.

24 წლის პაულომ სერია A-ზე ამ სეზონში 24 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული