მოჰამედ სალაჰის პოკერი, რეკორდი და "ლივერპულის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 31-ე ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" 5:0 დაამარცხა "უოტფორდი". ამ შეხვედრაში პოკერი შემტევმა ეგვიპტელმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა შეასრულა, ერთი გოლი კი რობერტო ფირმინომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედმა ოთხჯერ დაარტყა კარში და ოთხივეჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

სალაჰმა "წითლებში" სადებიუტო სეზონში 36 გოლი გაიტანა და 2007/2008 წლების სეზონში ფერნანდო ტორესის მიერ დამყარებული 33-გოლიანი რეკორდი დაამხო. ბოლოს "ლივერპულის" ფეხბურთელებიდან პოკერი ლუის სუარესმა 2013 წელს შეასრულა.

ამას გარდა, მან ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 28 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული