მოურინიო "მანჩესტერის" შემადგენლობას შეცვლის და უმტიტის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"სევილიასთან" დამარცხების და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ გუნდის სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა და "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კლუბის პატრონებთან შეხვედრისას ტრანსფერებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის პირობა მიიღო.

პორტუგალიელი თურმე, ძალიანაა დაინტერესებული "ბარსელონას" მცველის სამუელ უმტიტის სამსახურით და ზაფხულში მასში "ბარსას" 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. თუმცა, თავად ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა არ სურს და არც ასულგრანა აპირებს თავისი მცველის გაყიდვას.

ცნობისათვის, სამუელს ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ამ სეზონში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმტიტი, ვილიანი, სალაჰი და რონალდუ თუ დაემატება, მანიუ ჩემი მწვრთნელობითაც აიღებს პრემიერში მეორე ადგილს და ინგლისის რომელიმე თასს. სანამ გვარდიოლა იქაა, მაურინიო ჩემპიონი ვერ გახდება. ამიტომ - ამდენი ფეხბურთელის ყიდვას და ნათარჯიმნალის ხუშტურების ყურებას ხომ არ აჯობებდა გუნდმა გვარდიოლას ყიდვა სცადოს?
Eliozi
10:02 17-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული